ქარელში, ზემო ხვედურეთში სასმელი წყლის სისტემა ეწყობა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ზემო ხვედურეთში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე გრუნტის დამუშავება ტრანშეაში, გრუნტის გატანა და ტრანშეაში პოლიეთილენის მილების მონტაჟი ხორციელდება.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში არსებული რეზერვუარისთვის მოეწყობა სანიტარული ღობე დამონტაჟდება წყლის ინდივიდუალური მრიცხველები .
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუინიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „თექ ჰაივეი”.