სამტრედიაში პროექტი “საზაფხულო სკოლა” განხორციელდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო განათლების პედაგოგების კახა გალდავას და სოფო დარჯანიას ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის პროექტი ,,საზაფხულო სკოლა” განხორციელდა.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, აქტიური მოქალაქეობის ხელᲨეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით.

საზაფხულო სკოლაში განიხილებოდა ისეთი თემები როგორიცაა, ადამიანის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, (მოხალისეობა, ინიციატივა, ადვოკატირება) კომუნიკაცია, ბულინგი.

ახალგაზრდებთან სტუმრად მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე იმყოფებოდნენ.

“მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა. მიხარია, რომ ამდენი კარგი და წარმატებული ახალგაზრდაა. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ მათგანს და პროექტის ავტორებს, კახა გალდავას და სოფო დარჯანიას”, – თქვა დავით ბახტაძემ.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

“ძალიან დიდი ჩართულობაა ჩვენს საზაფხულო სკოლაში და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰპოვა. დღეს ახალგაზრდების თხოვნით სტუმრად გვყავდა მუნიციპალიტეტის მერი. განვიხილეთ აქტუალური საკითხები. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს”, – ამბობს პროექტის ავტორი სოფო დარჯანია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები