ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე ასევე განხორციელდება გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია, გარე განათების სისტემის, სანიაღვრე არხის მოწყობა.

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13,6 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარეობს 10-მდე გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.

ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში 90 ჰა ფართობის მიწის ფართობზე საწარმოების მოწყობა მიმდინარეობს. იგეგმება 75 მლნ ლარის კერძო ინვესტიციის განხორციელება, რითაც 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 25 საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები