განმუხურში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

განმუხურში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები.

გზის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 998 888 ლარია.

განმუხურში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და მაიზერ ნანავა, ზედამხედველობის სამსახურის უფროს გიგა მელიასთან ერთად გაეცნენ.

ამ ეტაპზე, გზის სამშენებლო სამუშაოები 9 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები