პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გორის მერიისა და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გორის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას თემატური მოკვლევის წევრი დეპუტატები და დონორი ორგანიზაციის პარტნიორი ექსპერტი უძღვებოდნენ.
“შეხვედრა საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის (გაზი, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ასევე შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ქალებისა და გოგოების ფოკუს ჯგუფებთან.
მოკვლევის ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (გორი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ქობულეთი, ამბროლაური).
თითოეულ მუნიციპალიტეტში იგეგმება სამ – სამი შეხვედრის ჩატარება.
თემატური მოკვლევა ინფრასტრუქტურაზე ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის შესახებ ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და ეროვნული დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით”, – ნათქვამია გორის მერიის განცხადებაში.