მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ ზეისტეჩოში მცხოვრები, 80 წლის მიხა არაბული მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზეისტეჩოში მცხოვრები, 80 წლის მიხა არაბული მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და ბიზნეს-სექტორის დახმარებით, მიხა არაბულისთვის, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში, გორშეღმის ხეობის სოფლების ერთადერთი მუდმივი მაცხოვრებელია, მზის ახალი პანელები შეიძინეს.
შესაბამისი აპარატურა მის საცხოვრებელ სახლთან უკვე დამონტაჟდა, რის შედეგადაც, ადგილზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, ხოლო ამ მხრივ არსებული პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.