ქარელში, სოფელ წვერში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელში, სოფელ წვერში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა წვერში გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, წყალგამტარი მილები და კიუვეტები.სულ დაიგება 919 გრძივი მეტრი გზის საფარი.ამ ეტაპზე მოწყობილია საფუძველი და მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონით.
პროექტი ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”.
ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები