აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი: აგრარული ექსტენციის მიწოდება სხვადასხვა აგრომიმართულებით 3500-მდე ადგილობრივ ფერმერს ჩაუტარდება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარადგინა.

“წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში, აგრარული ექსტენციის მიწოდება სხვადასხვა აგრომიმართულებით ჩაუტარდება 3500-მდე ადგილობრივ ფერმერს. ცოდნა მთავარია იმისთვის, რომ სოფლად შემოსავლები გაიზარდოს, ხოლო სოფლის მეურნეობა მაღალი ღირებულების მქონე სექტორად გარდაიქმნას. დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონული სამსახურები დროის მოკლე პერიოდში, თუ როგორ შეიძლება აღიჭურვოს მოძრავი ლაბორატორიები, როგორ შეიძლება ექსტენციის მომსახურება გამოირჩეოდეს თავისი შესაძლებლობებით ”, – განაცხადა მინისტრმა.

განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას.

შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები, ირმა აფხაზავა, მირიან ქათამაძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები