ქარელში, სოფელ ფცაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურა ეწყობა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფცის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ფცაში მიმდინარეობს სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა რკინა-ბეტონის ანაკრები ღარებით.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა 217 გრძ. მ. სარწყავ-სანიაღვრე არხი და 2 წყალგამანაწილებელი ჭა.
სამუშაოებს ასრულებს ი.მ. ,,ბექა ხორგუაშვილი”.
სოფელ ქვემო შაქშაქეთში მიმდინარეობს არსებული წყაროს კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჟამად ხორციელდება დასასვენებელი ფანჩატურისა და რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ბილდერ გრუპი”, – აცხადებენ მერიაში.