ზუგდიდის მერიამ მედალოსნები დააჯილდოვა
ზუგდიდის ტექნოპარკში, 2021-2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
,,გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას, მომავალი თქვენს ხელშია და ჩვენ გაფაციცებით ველით იმ დროს, როდესაც თქვენი პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და განათლებით კიდევ უფრო დახუნძლულები დაუბრუნდებით ჩვენს საყვარელ ზუგდიდს”, – მიმართა ახალგაზრდებს მამუკა წოწერიამ.
დაჯილდოვდა 161 მოსწავლე, მათ შორის 134 ოქროს, ხოლო 27 ვერცხლის მედალოსანი.
წარჩინებულ მოსწავლეებს მერიამ საჩუქრად, სიგელები და წიგნები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალი ნემო ჯალაღონიასა და დიჯეი დავით სართანიას კონცერტით დაიხურა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები,მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.