ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ავღანეთში, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალთან, რომელიც მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში მდებარეობს, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მდინარი ბებიაშვილის პედაგოგები, ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ქართველი ჯარისკაცის მემორიალი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
„მდინარი ბებიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოს ძლიერებას იცავდა. ის იყო პატრიოტი, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი. 5 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და დღეს ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას უამრავი ადამიანი მიაგებს პატივს ჩვენთან ერთად. მდინარი ბებიაშვილის სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მჯერა, რომ ათწლეულების შემდეგაც მის ხსოვნას ისე მიაგებენ პატივს, როგორც დღეს“ – ვასილ გველესიანი

მდინარი ბებიაშვილი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ქართველი სერჟანტი, 2017 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
2019 წელს, მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. სოფელში ასევე აშენდა ახალი საფეხბურთო მოედანი, რომელიც გმირის სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები