დავით ბახტაძე: მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების ხარისხი, რისთვისაც იქნება მაქსიმალური მონიტორინგი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ სამსახურის უფროსებთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მერმა, სამსახურის ხელმძღვანელებისგან გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა.

“დღევანდელ შეხვედრაზე მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელეთ. განვიხილეთ მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების ხარისხი, რისთვისაც იქნება მაქსიმალური მონიტორინგი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ”, – აცხადებს ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები