საქართველოს ეროვნული გმირის, ირაკლი ქუთათელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელმაც სტარტი 21 ივლისს აიღო, დასრულდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ეგიდით, მერიის კულტურის სპორტის განათლების, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებული მინი ფეხბურთის ტურნირი, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე თედო კაკულიას სახელობის მოედანზე გაიმართა.

ტურნირში რამდენიმე ორგანიზაცია ჩაერთო და ჯამში რვა გუნდმა იასპარეზა.

ტურნირს გახსნის დღიდან ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ირაკლი ქუთათელაძის მამა, ნუკრი ქუთათელაძე, თედო კაკულიას მამა, ბეჟან კაკულია და ტრაგიკულად დაღუპული ირაკლი ქუთათელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები.

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ ტურნირს ასეთი მასშტაბური ხასიათი აქვს. ეს პირდაპირ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, რომელიც ახალგაზრდობისთვის ასე მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად იქნება მსგავსი ინიციატივების მხარდამჭერი. მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო და გამარჯვებულ გუნდებს წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

თბილისის საპატრულო პოლიციის ოცმეთაური, სამტრედიელი ირაკლი ქუთათელაძე 2007 წლის ივლისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. მან მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადამხტარი ახალგაზრდა გოგონა საკუთარი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა და 37 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა. ირაკლი ქუთათელაძეს გარდაცვალების შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდერით.

საპრიზო ადგილოსანი გუნდების ერთკვირიანი ასპარეზობა უკვე გამოვლინდა.

გამარჯვებულ გუნდისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი ჯილდო და საჩუქრები დააწესა,რომელიც პირველადგილოსანს
ტურნირის დახურვის ცერემონიალზე გადაეცა.

საფინალო შეხვედრა ,,კრედო ბანკსა” და სპორტ-სკოლას შორის დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმართა. გამარჯვება სპორტ-სკოლამ იზეიმა. მე-2 ადგილი ბანკირებს ერგო, ხოლო მე-3 ადგილზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი გავიდა.

ტურნირზე გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები: ტურნირის ბომბარდირი კობა ბაკურაძე, საუკეთესო მეკარე ილია გიორგაძე, ტურნირის უხუცესი კოლია ჭიქაშუა.

ფინალურ მატჩს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, ირაკლი ქუთათელაძის მამა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო საზოგადოება ,,სამტრედიელი”, ხოლო ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლა.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ფულადი ჯილდოთი, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები