ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება
სოფელ ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება. ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 150 ბავშვი დაისვენებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 3 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
“უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.
პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მოწყობა.
ბანაკი 12-დან 25 წლამდე მოზარდებს სამ ეტაპად უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 ბავში გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება.
სააპლიკაციო ფორმა – https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScrXIjFdifNs3mvTX2lTrxl06Y3eske6leXwS6foqnXiK0mTA/viewform “, – ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში.