განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტიციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალაქის ცენტრალურ პარკში ეწყობა ღია კაფე, მიმდინარეობს ბილიკებისა და გაზონების მოწყობა.
“დაწყებულია ე.წ. ,,უნივერმაღის” ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები.
დასრულდა ცენტრალური მოედნისა და მრავალბინიანი სახლების გარეფასადების მოწესრიგება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაობი დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.