ხულოში, პირველი იანვრიდან დღემდე მედიკამენტების დახმარების სერვისით 2019-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის “მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა” ფარგლებში, პირველი იანვრიდან დღემდე 2019-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც დაიხარჯა 403 800 ლარი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალქეთა სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ჯამში მოქმედებს 12 სოციალური ქვეპროგრამა

“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები:

სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა;

მრავალშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება;

ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება;

მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება;

წითელი ჯვრის თანადაფინანსება;

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდის მომსახურება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები