ხონის სტუდენტური ბანაკიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 9 სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხონის სტუდენტურ ბანაკში ინტოქსიკაციის ნიშნებით ცხრა სტუდენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდების მოწამვლის ზუსტი მიზეზი უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა წყაროს წყალს გამოეწვია. მკურნალი ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.
არსებული ინფორმაციით, ხონის ბანაკი „თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები