საჩხერის სოფელ ჭალოვანში საავტომობილო გზა და ხიდი მოეწყობა
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჭალოვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭალოვანში, ლაშიათხევის მიმართულებით, საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარი და საავტომობილო ხიდი მოეწყობა. ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკით გზის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მოინახულეს მიმდინარე სამუშაოები.
“აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი საავტომობილო გზა არ ყოფილა, რაც მოსახლეობისათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ შევძელით ამ პრობლემის აღმოფხვრა და უკვე დავიწყეთ სამუშაოები. პროექტი გარდამავალია, ის ითვალისწინებს როგორც გზის რკინა-ბეტონის საფარით, ასევე საავტომობილო ხიდის მოწყობას. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება“-აცხადებს ლევან ივანაშვილი.