ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე 7 პირია დაკავებული

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები