ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აჭარაში სამუშაო შეხვედრებს მართავს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრებს მართავს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაალ მიქელაძემ მიმართა.

სამუშაო შეხვედრისას აჭარაში 2022 წლის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობისა და გამოწვევების შესახებ მოხსენება მოისმინეს.

„სამუშაო შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია განხორციელებული პროექტების და დაგეგმილი პრიორიტეტების შესახებ. დისკუსია გაიმართა რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ქრონიკული დაავადებების ზედამხედველობას, მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხს ეხებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა, რისი ძალიან კარგი პრაქტიკაც არსებობს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაალ მიქელაძემ.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტიდან ზაალ მიქელაძემ, დავით სერგეენკომ და ზაზა ლომინაძემ გამართეს.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები