საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დღეს 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დღეს, თბილისის დროით 10:39 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 03:48 საათზეც დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები