ბათუმში ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მსხვერპლით დასრულდა. თოდოგაურის დასახლებაში, ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც “კვირას”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები