გორში, ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის ორ უბანში მოეწყობა:

  • გზის საფარი
  • მიერთებები
  •  ეზოებში შესასვლელები

“ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გზის ამ მონაკვეთზე, რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.
გარდა ამისა, უხვი ნალექის დროს, სოფლის ცენტრალური გზიდან ჩამოსული ნიაღვარი გზის საფარს აზიანებდა და პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
პროექტის დასრულების შემდეგ, გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობას ეს პრობლემაც მოუგვარდება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები