29 ივლისს გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ ) ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ტარდება.
ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში იმართება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრი მეწარმეებს შორის. გამოვლინდება საუკეთესო ჩაის მფლობელი, რომელიც სიგელსა და პრიზს მიიღებს.
29 ივლისს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ყველას გეპატიჟებით ქართული ჩაის ფესტივალზე. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. დამსწრე სტუმრებს შემდეგი პროგრამა დახვდება:
- ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
- სამეწარმეო ბაზარი
- ჩაის დამზადების პერფორმანსი
- ფოტოგამოფენა
- ვორქშოფი
- გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის
- გურული ცეკვის პერფორმანსი
- DJ