იაპონიის საელჩომ ქედის მუნიციპალიტეტს “ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის” ფარგლებში შეძენილი საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი გადასცა

ქედის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი.

იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე და მისი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე; ასევე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე.

“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ენერგოეფექტური მიკროავტობუსის შეძენით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ამასთანავე, სოფლად ელექტრო ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი ქმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად. გრანტის მოცულობა: 77, 235 აშშ დოლარი.

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ  აშშ დოლარამდე შეადგინა”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები