მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, ღონისძიება რაჭაში, შოვში გაიმართა

მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, ღონისძიება რაჭაში, შოვში გაიმართა. პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.

ფესტივალს შოვმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.
მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: მუსიკალური ჯგუფი “გუფი ლენდი”, ვოკალური ეთნო გუნდი “ბანი”, ვოკალური და ინსტრუმენტალური მუსიკა-პერფორმანსი “რეზო და ბავშვები”, ანსამბლი “ჰერიო”
ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდადღეს ჩვენ აღვნიშნავთ ”მთის დღეებს” შოვში, რომელიც საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. სწორედ მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ, რომ მთას მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყოველწლიურად, ტრადიციულად ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე ”მთის დღეები”-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები