რუსთავში, ცნობილი მოგზაურის, გინესის რეკორდსმენის და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა

რუსთავში, ცნობილი მოგზაურის, გინესის რეკორდსმენის და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა.

მოგვიანებით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრი ამირან ჯანჯღავა, ველომრბოლელებს შეხვდნენ და ქალაქში ველოსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ღონისძიება ჯუმბერ ლეჟავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.

ჯუმბერ ლეჟავამ მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობა, 29 წლის წინ, სწორედ რუსთავიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები