ჩეხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლობა ყაზბეგის მერსა და თრუსოს ხეობის დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩეხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერსა და თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც საძოვრების გაქირავების მენეჯმენტს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაცული ტერიტორიის ფუნქციონალური ზონირებისა და შესასვლელი სქემის მოწყობას უკავშირდება.
ამასთან, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრმა ჩეხი კოლეგებისგან მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ისტორიული და კულტურის ძეგლების, ბიომრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას ეხება.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩეხ მეგობრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, თრუსოს დაცულ ტერიტორიას შეისწავლიან და გვაძლევენ რეკომენდაციებს, რომელთა მეშვეობით, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა უნდა შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, ეროვნული მნიშვნელობის თრუსოს დაცული ლანდშაფტი, მალე, ბუნებრივ, რეკრეაციულ და ტურისტულ ლოკაციად იქცევა.” – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა