ლაგოდეხში ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” პედაგოგებს შორის გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 24 საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.

ინტელექტუალურ შეჯიბრში, პირველი ადგილის მფლობელი, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი – სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი – სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქ. ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლამ დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს მუნიციპალიტეტის მერმა სპეციალური საჩუქრები გადასცა.

„მივესალმები ყველა ახალ წამოწყებას, ვფიქრობ მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად ვაქციოთ. გამარჯვებულ საჯარო სკოლებს ვულოცავ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა და აღნიშნა, რომ ინტელექტუალური თამაში, სკოლის პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები