გურიაში GITA-ს საგრანტო პროგრამების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოზურგეთის ტექნოპარკში GITA-ს საგრანტო პროგრამების შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში – იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი ხორციელდება.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე დაესწრნენ.

„ოზურგეთის ტექნოპარკი – ეს არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქისათვის, სადაც იდეა, შესაძლებლობები და დაფინანსება ერთმანეთს უკავშირდება. დღეს, გურულმა მეწარმეებმა შედეგი დადეს და ბიზნესპროექტების განსახორციელებლად – 30 000 და 100 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

პროგრამის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და მათი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულების შესახებ იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3oi9o3E

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები