ბათუმში 24 ივლისს დაგეგმილი მეგი გოგიტიძის კონცერტი აღარ გაიმართება. ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კლუბის Sector26 ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი რუსეთში 2 კონცერტს, ჯერ სოჭში, შემდეგ კი მოსკოვში გამართავს.
“24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგოტიძეს გაუქმდა! ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ”, – წერია კლუბის განცხადებაში.