მარნეულში ქმარმა 25 წლის მეუღლეს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა
მარნეულში, სოფელ ქესალოში ქმარმა 25 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც მეზობლები ამბობენ, დაჭრას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. მათივე თქმით, დაჭრილი ქალი სწორედ მათ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ექიმების თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“ქალბატონი არის 25 წლის, შემოვიდა გუშინ ჭრილობებით, დასჭირდა მცირე ოპერაციები. ამჟამად იმყოფება პალატაში და თუ რაიმე გართულება არ მოხდა რამდენიმე დღეში გაეწერება სახლში” , – ამბობს ექიმი.
ადგილობრივების თქმით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. დამნაშავემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ის უკვე დააკავეს.
რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, “კვირა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.