ხობში გამსახურდიას ქუჩზე საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა დასრულდა
ხობში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N23-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახურავი ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.
“მოქალაქეთა წინადადების საფუძველზე პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 76935 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიამ შპს „მათე 2012“ აწარმოებდა”, – აცხადებენ მერიაში.