სოციალურად დაუცველ პავლიაშვილების ოჯახს გორის მერმა საცხოვრისი გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად, ზაურ პავლიაშვილის ოჯახი მოინახულა და პროდუქტები ჩაუტანა.

მერიის ინფორმაციით, პავლიაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს, გორის მერიისგან ახალი საცხოვრისი გადაეცა.
ხის კოტეჯი მერიამ პავლიაშვილებს სოფელ ბიისში, საკუთარ ეზოში აუშენა.
ოჯახი წლების განმავლობაში ხის ავარიულ სახლში ცხოვრობდა.
გორის მერიამ 2022 წელს ახალი საცხოვრისით სამი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები