ფოთის მერიამ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
“საკონკურსო პროექტების სამიზნე ჯგუფია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.
პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და ფოთელი ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- cempsypoti@gmail.com.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები, იხილეთ ბმულზე:  https://tinyurl.com/3jf9573y“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები