“ქართული ოცნების” ლიდერშიპი აჭარაში პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაალ მიქელაძე, რესან კონცელიძე, ელისო ბოლქვაძე, ანზორ ბოლქვაძე, ალეკო ტაბატაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.
პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.
19 და 20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ქობულეთსა და ამბროლაურში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები