ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია იკურთხა
18 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია იკურთხა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აკურთხა.
ტაძრის კურთხევას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ფონდ „ქართუს” პროექტების მენეჯერი გიგი კობიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.
მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარი ფონდ „ქართუს” დაფინანსებით აშენდა. ფონდის დაფინანსებით ასევე განხორციელდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა.