ახალციხეში წყლის დებიტის გაზრდისა და 24-საათიანი წყალმომარაგების მიზნით სისტემების მოწყობის სამუშაოები აგვისტოში დასრულდება

ახალციხეში წყლის დებიტის გაზრდისა და 24-საათიანი წყალმომარაგების მიზნით, წყლის სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები აგვისტოში სრულდება. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
“მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი დაიწყება ახალი სისტემების მშენებლობა და სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია.
პროექტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე სოფლის- მინაძის, ჭაჭარაქისა და ივლიტას წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობას.
ზაფხულის სეზონზე ქალაქ ახალციხეში, მოხმარება მაღალია, სასმელი წყლის გამოყენება ხდება აგრო-მიზნებისთვის, მოსარწყავად, რის გამოც რამდენიმე ოჯახს, პერიოდულად წყლის მიწოდება ეზღუდება.
აღნიშნული პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ახალციხეში სეზონურად არსებული წყლის დებიტით გამოწვეული პრობლემა აღმოიფხვრება და ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.
სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია გამოიყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები