რუსთავში “აზოტის” ქარხნის მიმდებარედ ხანძარია
რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი „აზოტის” ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში გაჩნდა და ცეცხლი მეორად პოლიეთილენის პარკებსა და ნარჩენებს გაუჩნდა.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.