ონში, ბეერ-შევას სკვერში საჭიდაო დარბაზი შენდება

ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში საჭიდაო დარბაზის შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად, ქალაქის ცენტრში მიმდინარე მშენებლობა მოინახულა.

პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “მტმ” ასრულებს.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება – 1 436 221 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობაში, ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის” ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები