იორმუღანლოში “ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” – წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი დაესწრო და აუდიტორიას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ფარგლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაფინანსებული შშმ პირთა პროგრამები და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ადაპტირებული გარემოს შექმნის შესახებ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ა.ა.ი.პ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტს ,,სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში”.
აღნიშნული პროექტი, სხვა აქტივობებთან ერთად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები