ზურაბ აზარაშვილმა, აბასთუმანში, ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აბასთუმანში ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა.

„აღსანიშნავია, რომ ამბულატორია აღჭურვილია ტელემედიცინის აპარატით, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს.

ტელემედიცინის პორტატიული აპარატი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის ექიმის დახმარებით, ადგილზევე ჩაიტაროს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; კვლევის შედეგებსა და მონაცემებს „ონლაინ“ რეჟიმში ადევნებს თვალს შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რის შემდეგაც პაციენტი კონსულტაციასა და დანიშნულებას დისტანციურად იღებს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკურორტო ზონაში კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი და პირველადი სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები