საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მინი სტადიონების მოწყობა გრძელდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი სტადიონებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპისათვის, სოფელ თოხლიაურსა და მანავს, ახალი, მრავალფუნქციური მინი სტადიონი შეემატა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა, ახალი სპორტული სივრცის გახსნა მიულოცა, არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. 

ახალი სპორტული ინვენტარი მოზარდების უპირატესი სურვილი აღმოჩნდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის – ავთანდილ გულიკაშვილის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები