საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქია თბილისის დროით 11:22 საათზე, ქალაქ ლაგოდეხთან, სოფელი ზემო ხეჩილიდან – 6კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.