“მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში” – ჩეხეთის კარიტასის პროექტი ოფიციალურად გაფორმდა

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში იწყებს პროექტს “მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზნით, ჩეხურ ორგანიზაციასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები გაივლიან ტრეინინგებს თანამედროვე მეხორცულ მესაქონლეობაში, მდგრადი და პროდუქტიული მესაქონლეობის პრაქტიკის დანერგვასა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაში. პარალელურად, კონკურენტული საგრანტო სქემის მეშვეობით, პროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მექანიზმებისა და სხვა დამხმარე ნივთების შეძენას. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 400 000 ევროა.

სამინისტრო ჩაერთვება პროექტის პოტენციური ბენეფიციარების იდენტიფიცირების პროცესში, გაუწევს დახმარებას პროექტის განმახორციელებელ გუნდსა და ექსპერტებს, ასევე, ჩართული იქნება საგრანტო პროგრამის პრიორიტეტების შემუშავების პროცესში. პროექტი 2 წლიანია და დასრულდება 2024 წლის სექტემბერში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები