ქვემო ქართლიდან დელეგაციამ აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი გამართა
“ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში”, – ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა განაცხადა.
“ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გავმართეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზურაბ პატარაძესთან.
ვისაუბრთ ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და დამეგობრების საკითხებზე. კომპეტენციის ფარგლებში, ძალისხმევას არ დავიშურებთ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სფეროებში თანამშრომლობისთვის@, – განაცხადა კობა მურადაშვილმა.