ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა  ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალს  „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლა.

ფესტივალში ცეკვისა და  სიმღერის ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად  მონაწილეობდნენ  პოლონეთის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

ფესტივალს,  მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან ერთად,  მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო. 

აღნიშნული ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერითა და  კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით  გაიმართა.

ფესტივალი საზეიმოდ მარტვილში, 15 ივლისს  დაიხურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები