ლაგოდეხის მერი კოლეჯი „აისის” ღია კარის დღეს დაესწრო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი კოლეჯი „აისის” მიერ გამართულ ღია კარის დღეს დაესწრო. 

ღონისძიებაზე,  გამოფენის სახით წარმოდგენილი იქნა, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის დაუფლება კოლეჯშია შესაძლებელი.

„მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო ბაზა, აბიტურიენტებს, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების საშუალებას აძლევს. ღია კარის დღე, ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით მოეწყო. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლება, ინოვაციური მიდგომებით, ხელს შეუწყობს, მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ტურიზმის, ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სხვა მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას”, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები