პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთის კვირეულის ფარგლებში, თუშეთსა და ყაზბეგში ხინკლის  დღეები გაიმართება

თუშეთი, ყაზბეგი, მესტია და შოვი მთის კვირეულს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გაიმართება. 

16-17 ივლისს თუშეთსა და ყაზბეგში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს შორის არის ხინკლის დღეები, რომელიც წელს პირველად გაიმართება. სტუმრები გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, თავად შეძლებენ ხინკლის სწორად მოხვევას, დააგემოვნებენ ადგილობრივი ტრადიციებით დამზადებულ ლუდსა და კერძებს, დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს,  ასევე,  მოუსმენენ მრავალფეროვან მუსიკას. 

მთის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ღამე სპეციალურად მოწყობილ კემპინგის ზონაში გაათენონ. 

23 ივლისს კი  მთის დღეები   მესტიასა და შოვში გაიმართება. ადგილზე სტუმრებისთვის  წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა. 

მთის ფესტივალის ორგანიზატორები კვირეულის მნიშვნელობაზე საუბრობენ ტურიზმის განვითარების კუთხით და ხაზს უსვამენ, რომ საინტერესო გარემო იქნება ყველასთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები