ვახტანგ ბერიძე: გასულ 6 თვეში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 700 0000 ლარამდე დახარჯა
მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 1 788 600 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ განაცხადა.
“გასული 6 თვის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 700 0000 ლარამდე დახარჯა.
მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში 12 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლებიც სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ.
ჯამში, მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 1 788 600 ლარს დახარჯავს”, – ამის შესახებ ვახტანგ ბერიძემ განაცხადა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები:
მრავალშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე) ფინანსური დახმარება;
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა;
უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ბავშვთა რეაბილიტაციიის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარების პროგრამა;
მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდით მომსახურება;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა;
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა;
მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
წითელი ჯვრის თანადაფინანსება;